Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ბოლო შეხვედრაზე ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ თითოეულმა მათგანმა გავაკეთეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების გაკეთება. ტრენინგი გაგრძელდა მთლიანი, განვლილი მასალის გამეორებით. საბოლოოდ ჩვენ ტრენინგის მთლიან კურსზე ვისწავლეთ, პროექტების დაგეგმვა, პრეზენტაციებისა და ბუკლეტების გაკეთება. ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა და მასალის ატვირთვა. ყოველი დღე იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო. ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, იგი დამეხმარება ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში. დიდ მადლობას მოვუხდი ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული შრომისთვის.

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს გავიმეორეთ მეშვიდე დღის მასალა, powerpoint-ში შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის სწორად წარმართვაში. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს.  ავტვირთეთ საქაღალდე drive-ზე, მივანიჭეთ მისამართი და ბოლოს აღნიშნული მისამართი გადავიტანეთ ბლოგზე.

Saturday, July 8, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

თვდაპირველად გავიმეორეთ განვლილი მასალა. შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო.