Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს გავიმეორეთ მასალა, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევიმუშავეთ შეფასების გეგმა, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის გეგმის მულტიმედიური პრეზენტაცია, ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

Saturday, June 24, 2017

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ მასალის გამეორებით, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავადგინეთ სტანდარტი, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი და შევიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი. ტრენინგი იყო ინფორმაციული და საინტერესო.

Sunday, June 11, 2017

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე იყო ინფორმაციული და საინტერესო. ჩვენ გავიხსენეთ და გავიმეორეთ წინა დღის განვლილი მასალა, გავეცანით ბუკლეტის დანიშნულებას, მის მნიშვნელობას და გამოყენებას. განვასხვავეთ ერთმანეთისაგან საინფორმაციო და სარეკლამო ბუკლეტი. ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და დავამზადეთ ბუკლეტი.

Saturday, June 10, 2017

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის სასწავლო კურსის პირველ დღეს გავეცანით ინტელის კურსის მიზანს, პროექტებით სწავლებას ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე გავეცანით გზამკვლევს და  21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს რომელიც ვფიქრობ ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვისთვის.